RealMusic
5 лет

Qutaisis himni bek (minus)

3:34
88 40%
Лицензия
Текст
გულმა შენთან დაიბუდა
შენს ალერსში დავიღლები
ქუჩები გაქვს სავსე მუდამ
გოგონებით ყვავილებით

ხელგაშლილი ლაღად დგახარ
თავმომწონე მასპინძელი
ადვილია შენი ნახვა
დავიწყება არის ძნელი
ადვილია შენი ნახვა
დავიწყება არის ძნელი

ქუთაისო ჩვენი ქვეყნის
ჩვენი ერის ლაზათი ხარ
საქართველოს ბედნიერი
გემრიელი ქალაქი ხარ
საქართველოს ბედნიერი
გემრიელი ქალაქი ხარ

აქ ბაგრატის სხივი ელავს
აქ გელათი შუქში ცურავს
აქ დავითმა სულ პირველად
მკლავი გაიმამაცურა

სულ მაისის სურნელია
საფირონი მოაქვს რიონს
შენს ქუჩებში უმღერია
აკაკის და გალაქტიონს
შენს ქუჩებში უმღერია
აკაკის და გალაქტიონს

ქუთაისო ჩვენი ქვეყნის
ჩვენი ერის ლაზათი ხარ
საქართველოს ბედნიერი
გემრიელი ქალაქი ხარ
საქართველოს გემრიელი
ბედნიერი ქალაქი ხარ

შენ შეგხარით შენ გიმღერით
მართლაც ჩვენი ლაზათი ხარ
საქართველოს ბედნიერი
გემრიელი ქალაქი ხარ
საქართველოს ბედნიერი
გემრიელი ქალაქი ხარ

ქუთაისო ქუთაისო
ჰეეე...