RealMusic
5 лет

MSHOBLIURI BAGDATI

3:41
126 55%
Лицензия
Текст
ამ ბოლო დროს ქართველები
სად არის რომ არ დადიან
უცხოეთის საზღვრებს უკვე
წარამარა გადადიან
მე ჩემს თავად დავჯერდები
რაც უფლისგან მაბადია
ჩემი ბუდე ჩემი კერა
მშობლიური ბაღდათია

ბაღი–ბაღი ბაღი–ბაღი
ბაღნარია ბაღდათი
დაცულია მისი სული
წესიცა და ადათიც
კაი–კაი კაი–კაი არ დამიწყო
მტკიცება და კამათი
მთელ ქვეყანას მირჩევნია
მშობლიური ბაღდათი

ქვეყნად ორი ბაღდათია
ორადორი ცისქვეზეთში
ის ბაღდათი ერაყშია
ეს ბაღდათი იმერეთში
ის თუ ნავთით გვექადნება
ამაყობს ცეცხლის ალითა
ჩვენ ვჯობივართ ბუნებით და
ჩვენი საირმის წყალითა

ბაღი–ბაღი ბაღი–ბაღი
ბაღნარია ბაღდათი
ბაღდათელი ქალისთანა
მსოფლიოში არ დადის
კაი–კაი კაი–კაი არ დამიწყო
მტკიცება და კამათი
მთელ ქვეყანას მირჩევნია
მშობლიური ბაღდათი

ის ბაღდათი ჩვენს ბაღდათთან
ვერას მოვა ვერაფერში
თუგინდ ხატზე დავიფიცებ
ჩვენ ვჯობივართ ყველაფერში
მათი გერბი და დიდგორი
გუსეინის ალამია
ჩვენ ვაფასებთ ძია ვანოს
უსაყვარლეს ადამიანს

ბაღი–ბაღი ბაღი–ბაღი
ბაღნარია ბაღდათი
დაცულია მისი სული
წესიცა და ადათიც
კაი–კაი კაი–კაი არ დამიწყო
მტკიცება და კამათი
მთელ ქვეყანას მირჩევნია
მშობლიური ბაღდათი

აქ ზღაპრული სილამაზე
გადაშლილა მთად და ველად
ცოტა ხელსაც თუ გავანძრევთ
გვეშველება უეჭველად
ჩვენი ჯიშის ჩვენი გვარის
იმედი და რწმენა გვქონდეს
მსოფლიოში ლაღიძეთა
კახიძეთა ხმა ისმოდეს

ბაღი–ბაღი ბაღი–ბაღი
ბაღნარია ბაღდათი
დაცულია მისი სული
წესიცა და ადათიც
კაი–კაი კაი–კაი არ დამიწყო
მტკიცება და კამათი
მთელ ქვეყანას მირჩევნია
მშობლიური ბაღდათი
მშობლიური ბაღდათი