RealMusic
5 лет

Mtidan movkvebi

3:22
93 34%
Лицензия
Текст
მთიდან მოვყვები ბილიკებს
შავ და ეკლიან გზას
ქალაუ მაგ შენს მიმიკებს
მე ვერ გავატან სხვას
დავკოცნი შენი თვალების
სუფთა წკრიალა ფერებსა
ფრთებს ნაფერები წარბები
ჩემ სუნთქვას დაიჩემებსა
მერე ჩავაწნავ გვირილებს
მხრებზე ჩამოშლილ თმას
მაცდურად ნუ გამიღიმებ
ვერ მოგაშორებ თვალს
მერე ჩავაწნავ გვირილებს
მხრებზე ჩამოშლილ თმას
მაცდურად ნუ გამიღიმებ
ვერ მოგაშორებ თვალს

მე შენი გულის ტრფიალი
ჩამომისახლდა გულშია
როგორ მიყვარხარ ქალაუ
ჩუმად გიამბობ ყურშია
ცაში მივდივარ მთვარეებს
უნდა მოვტაცო სხივები
შენზე ვუამბობ ღამეებს
როგორ ძალიან მჭირდები

რიჟრაჟ დილაზე შენ სახელს
მთებს შევჰგუგუნებ ლექსებით
მერე დავკოცნი მაგ ბაგეს
მჯერა ოდესმე შვეხვდებით
მთიდან მოვყვები ბილიკებს
შავ და ეკლიან გზას
ქალაუ მაგ შენს მიმიკებს
მე ვერ გავატან სხვას
მთიდან მოვყვები ბილიკებს
შავ და ეკლიან გზას
ქალაუ მაგ შენს მიმიკებს
მე ვერ გავატან სხვას

მე ვერ გავატან სხვას