RealMusic
5 лет

Mainc Chemi Gogona Xar Kavkasioni

3:10
115 44%
Лицензия
Текст
გიყურებ და ვეღარა
გცნობ
ნუთუ შენა ხარ
გუშინ შავგვრემანი იყავ
დღეს კი ქერა ხარ
მოდი მითხარ
მართლა მითხარ
გოგოვ ვინა ხარ
მინიდორა ხარ თუ
ანგელინა ხარ
მაინც ჩემი გოგონა ხარ
ჩემი დარდი ხარ
ახლოს აღარ მეკარები
შორ შორს გარბიხარ
ახლოს აღარ მეკარები
შორ შორს გარბიხარ

დღე და ღამე კაფეში ხარ
თუთუნს აბოლებ
შოკოლადს და კონიაკზე
არაყს აყოლებ
მოდი მითხარ
მართლა მითხარ
ნეტავ ვინა ხარ
სილიბისტრო ხარ თუ
აგრაფინა ხარ

მაინც ჩემი გოგონა ხარ
ჩემი დარდი ხარ
ახლოს აღარ მეკარები
შორ შორს გარბიხარ
ახლოს აღარ მეკარები
შორ შორს გარბიხარ

გოგოვ გოგოვ შავთვალა
შენმა ცქერამ დამღალა
კმარა ნუღარ მაწვალებ
ან ხო მითხარ ან არა
ღვინოს დავლევ წყალს არა
შენ გაკოცებ სხვას არა
ადანდალი დანდალი
ადანდალი დანდალი
ჩემი ოქროს შანდალი
ადანდალი დანდალი

გოგოვ შენი თვალები
ჩემთვის ყველაფერია
დალოცვილი კახური
მაგ ტუჩების ფერია
ღვინოს დავლევ წყალს არა
შენ გაკოცებ სხვას არა
ადანდალი დანდალი
ადანდალი დანდალი
ჩემი ოქროს შანდალი
ადანდალი დანდალი

მაინც ჩემი გოგონა ხარ
გულში ჩასახუტებელი
აფრენილი პეპელა ხარ
უკან მოსაბრუნებელი
აფრენილი პეპელა ხარ
უკან მოსაბრუნებელი
მაინც ჩემი გოგონა ხარ
გულში ჩასახუტებელი
აფრენილი პეპელა ხარ
უკან მოსაბრუნებელი
მაინც ჩემი გოგონა ხარ
ჩემი დარდი ხარ
ახლოს აღარ მეკარები
შორ შორს გარბიხარ
ახლოს აღარ მეკარები
შორ შორს გარბიხარ