RealMusic
5 лет

shatili

3:25
133 41%
Лицензия
Текст
შატილის ასულო
ლერწამო ტანითა
ტოლებში აგარჩევ
ვაჟკაცის ხელითა
შატილის მთებიდან
თუშეთში წაგიყვან
კლდეებზე მფრინავი
საღარა ცხენითა
შატილის მთებიდან
თუშეთში წაგიყვან
კლდეებზე მფრინავი
საღარა ცხენითა

ბორბალოს მწვერვალზე
ამ მკერდით გატარებ
ავდარში დაგიცავ
მეცხვარის ნაბდითა
ცის ნამის ნაჟურით
დაგიბან მაგ თოლებს
შეგამკობ პირიმზის
ნაქარგი კაბითა
ცის ნამის ნაჟურით
დაგიბან მაგ თოლებს
შეგამკობ პირიმზის
ნაქარგი კაბითა

წარბები აფრენილ
ორბის ფრთებს
მიგიგავს
ეგ შენი ღიმილი
ცის ელვა მგონია
თოლები თოლები
დაგიბრმეს თოლები
ვგიჟდები რა კარგი
თოლები გქონია
თოლები თოლები
დაგიბრმეს თოლები
ვგიჟდები რა კარგი
თოლები გქონია

თუ გინდა ქალაუ
რომ გახდე შენ ჩემი
წყაროზე მარტოკა
ნუ ჩახვალ ხელსურით
მოგიტაცს ქალაუ
მგლის მუხლა ჩეჩენი
ან ორბის თვალება
არხოტის ხევსური
მოგიტაცს ქალაუ
მგლის მუხლა ჩეჩენი
ან ორბის თვალება
არხოტის ხევსური

შატილის ასულო
ლერწამო ტანითა
ტოლებში აგარჩევ
ვაჟკაცის ხელითა
შატილის მთებიდან
თუშეთში წაგიყვან
კლდეებზე მფრინავი
საღარა ცხენითა
შატილის მთებიდან
თუშეთში წაგიყვან
კლდეებზე მფრინავი
საღარა ცხენითა