RealMusic
5 лет

SULIKO ( 1 )

3:50
144 31%
Лицензия
Текст
საყვარლის საფლავს ვეძებდი
ვერ ვნახე დაკარგულიყო
გულამოსკვნილი ვსტიროდი
სადა ხარ ჩემო სულიკო
გულამოსკვნილი ვსტიროდი
სადა ხარ ჩემო სულიკო

შეიფრთხიალა მგოსანმა
ყვავილს ნისკარტი შეახო
ჩაიკვნეს ჩაიჭიკჭიკა
თითქოს თქვა დიახ დიახო
ჩაიკვნეს ჩაიჭიკჭიკა
თითქოს თქვა დიახ დიახო

სულ განაბული ბულბული
ფოთლებში მიმალულიყო
მივეხმატკბილე ჩიტუნას
შენ ხომ არა ხარ სულიკო
მივეხმატკბილე ჩიტუნას
შენ ხომ არა ხარ სულიკო

ეკალში ვარდი შევნიშნე
ობლად რომ ამოსულიყო
გულის ფანცქალით ვკითხავდი
შენ ხომ არა ხარ სულიკო
გულის ფანცქალით ვკითხავდი
შენ ხომ არა ხარ სულიკო

ეკალში ვარდი შევნიშნე
ობლად რომ ამოსულიყო
გულის ფანცქალით ვკითხავდი
შენ ხომ არა ხარ სულიკო
გულის ფანცქალით ვკითხავდი
შენ ხომ არა ხარ
სულიკო