RealMusic
5 лет

Kari gamige sikvdilo (minus)

3:18
159 59%
Лицензия
Текст
კარი გამიღე
მთხოვა სიკვდილმა
მე ვერ გავუღე კარი
სტუმარს კარს როგორ
არ გაუღებდი
მაგრამ შინ ვეგდე
მთვრალი
დიდ ხანს იცდიდა
მერე წავიდა
სხვაგან დალია წყალი
ფეხზე მდგომალვებს
სიცოცხლით მთვრალებს
ფრთებს უკოცნიდა ქარი

მიქელას მგონი
აღარ ვახსოვარ
უკვე გავიდა ხანი
მოვა მომძებნის
აბა რას იზამს
ეგ არის მისი ვალი
ერთხელაც თურმე
ჩუმად მოსულა
შემოუღია კარი
შვილიშვილებთან
მარტო ვიყავი
და ამარიდა თვალი

მერე ბიჭებთან
ვსვამდი დილამდე
და ვღიღინებდი
მთვრალი
პურმარილიანს
ვეღარ შამბედა
არ დამატანა ძალი
ნაქეიფარი მიპოვნა
სახლში
მეფერებოდა ქალი
გაეცინა და
უკან გაბრუნდა
ვეღარ მომიდო შარი

კარი გამიღე
მთხოვა სიკვდილმა
მე ვერ გაუღე კარი
სტუმარს კარს როგორ
არ გაუღებდი
მაგრამ შინ ვეგდე
მთვრალი
მაგრამ შინ ვეგდე
მთვრალი