RealMusic
5 лет

Ase mgonia (minus)

4:28
104 40%
Лицензия
Текст
ასე მგონია
ქარს გავატან
შენზე ოცნებას
და სამუდამოდ
დავივიწყებ
შენს ლამაზ
თვალებს
ასე მგონია
არ გიყვარვარ
ძვირფასო მაგრამ
შენზე ფიქრებში
სიყვარული
მაინც მადარდებს

წადი შორს წადი
იქნებ სულაც
გადამავიწყდე
შენს სანუგეშოდ
სანუკვარი
მოვლენ იები
მაგრამ
შენს თვალებს
ლამაზ თითებს
რა დამავიწყებს
სიზმარში მაინც
ანგელოზად
მომევლინები

წადი შორს წადი
იქნებ სულაც
გადამავიწყდე
შენს სანუგეშოდ
სანუკვარი
მოვლენ იები
მაგრამ
შენს თვალებს
ლამაზ თითებს
რა დამავიწყებს
სიზმარში მაინც
ანგელოზად
მომევლინები

წადი ძვირფასო
იქნებ ჩვენთვის
ასე აჯობებს
ერთმანეთისთვის
არ ვყოფილვართ
თურმე შექმნილი
ბედმა გამწირა
სიყვარულში
მწარედ დამცინა
იქნებ შენ ეხლა
შენი ბედით
ხარ კმაყოფილი

რადგან შენ
ჩემთვის
სიყვარული
ვერ გაიმეტე
შენი ხილვითაც
მე უზომოდ
კმაყოფილი ვარ
ამ ხნის
მანძილზე
თუ არასდროს
არ გყვარებივარ
მაინც მიყვარხარ
იმ დღეების
მადლობელი ვარ

შენ ვერასოდეს
ვერ გაიგებ
როგორ მიყვარდი
მე სიყვარულის
მათხოვარი
არა ვყოფილვარ
იქნებ გიყვარდი
ეხლა ნანობ
რომ მიმალავდი
ო სიყვარულო
დამტანჯველი
რამე ყოფილხარ

წადი შორს წადი
იქნებ სულაც
გადამავიწყდე
შენს სანუგეშოდ
სანუკვარი
მოვლენ იები
მაგრამ
შენს თვალებს
ლამაზ თითებს
რა დამავიწყებს
სიზმარში მაინც
ანგელოზად
მომევლინები

რადგან შენ
ჩემთვის
სიყვარული
ვერ გაიმეტე
შენი ხილვითაც
მე უზომოდ
კმაყოფილი ვარ
ამ ხნის
მანძილზე
თუ არასდროს
არ გყვარებივარ
მაინც მიყვარხარ
იმ დღეების
მადლობელი ვარ
მაინც მიყვარხარ
იმ დღეების
მადლობელი ვარ
მაინც მიყვარხარ
იმ დღეების
მადლობელი ვარ